თუ გავიკვლევდით გზას მესამე საუკუნის ალექსანდრიაში, დავინახავდით სანაპიროს გასწვრივ ლურჯ წყალზე მოტორტმანე წითელაფრიან, ქიმმოკაკვულ გემებს; პატარ-პატარა ნავებს, აქეთ-იქით რომ სერავდნენ ზღვას; ჯებირის ხაზს, რომელიც აერთებდა კუნძულს ხმელეთთან და კუნძუნლზე კი უღრუბლო ცაში ატყორცნილ ოთხასფუტიან (სიმაღლე უნდა ყოფილიყო 400 ან 600 ფუტი) მარმარილოს კოშკისდარ ნაგებობას, ბაბილონური ციგურატის მსგავსად საფეხურიანს. ქვედა იარუსები ოთხკუთხაა, ხოლო უმწვერვალესნი წრიულნი არიან, ყოველი მათგანის ძგიდეზე აივნები ჰქონდათ, მდიდრულად მოხატულ მოჩუქურთმებული. მწვერვალზე მარჯვენა მხარეს უშველებელი მაყალი იდგა რომელშიც გამუდმებულად ენთო ცეცხლი. ეს იყო ყველა შუქურის პროტოტიპი. ზოგიერთ ევროპულ ენაში ეს სიტყვა დღესაც "შუქურას" ნიშნავს: მაგ. ფრანგულად პჰარე, ესპანურად კი ფარო.
თუ გავივლიდით ჯებირს და უფრო ახლოდან შევხედავდით, ჩვენს წინაშე ცათამბჯენივით აღიმართებოდა შენობა. მის თეთრ ზედაპირზე უამრავი სარკმელია, ვინაიდან ეს მხოლოდ შუქურის კოშკი არ იყო, არამედ ციხესიმაგრეც, მასში სამასზე მეტი ოთახი იქნებოდა. მასში გამოყენებული იყო განსაცვიფრებელი ხელოვნება, აღსანიშნავია ძირითადად შუქურისათვის საწვავის მიწოდება ყოველი ზემოაღნიშნული გადმოცემის თანახმად დაპროექტეულია კნიდოსელი სოსტრატეს მიერ. საძირკველის დონიდან დაწყებული ფართო სპირალური დერეფნები მიემართებოდნენ აღმა იმგვარი დახრილობით, რომ დატვირთული ცხენები და თვით ფორნებიც კი იოლად ახერხებდნენ იოლად ასვლას. ამ გზის თავზე კარიბჭე ყოფილა, იქვე ამწე რომლითაც ეზიდებოდნენ საწვავს მწვერვალის მაყალზე. ცეცხლს იქვე ედგა სარკე "პრიალა ქვისა", რომელიც აძლიერებდა ნათელფენას და რომლის დანახვაც შესაძლებელს ხდიდა მის დანახვას 300 მილის მანძილზე. ფაროსზე არსებობდა მრავალი ლეგენდა. ერთის აზრით თურმე ლინზის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა (მზის სხივის მის ფოკუსში მოხვედრის შემდეგ) 100 მილის მანძილზე გემების დაწვა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოსტრატემ გამოიგონა ახალი ფორმის ლინზა, რომელიც იძლეოდა უფრო ძლიერ შუქს, ვიდრე დღემდე არსებული სხვა ლინზები.

არაბთა მალემრწმენობამ და სიხარბემ ბოლო მოუღო ფაროსს. მუსლიმანთა მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მათ შეინარჩუნეს შუქურა, რომელიც. რა თქმა უნდა, დიდად ეხმარებოდა მათ ნაოსნობაში. კონსტანტინეპოლის ქრისტიანი იმპერატორი მიხვდა ამას და გადაწყვიტა ხრიკი ეხმარა მის დასანგრევად. მან გააგზავნა დესპანი ალ-ვალიდის კარზე და დაავალა ხალიფის ნდობა დაემსახურებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ემისარმა დაიწყო ხმის გავრცელება ზღაპრული ამბებისა ფაროსის ძირში დამარხული საუნჯის შესახებ. ოქროს მოყვარულმა არაბებმა დაიწყეს შენობის დანგრევა მაგრამ ხალიფა მიხვდა ხრიკს და შეწყვიტა ნგრევა. სამწუხაროდ დანგრეულის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და ის მეჩეთად გადააკეთეს. ნილოსის დელტაში მომხდარმა მიწისძვრამ საბოლოოდ გაანადგურა ეს შესანიშნავი ნაგებობა, მაგრამ ამბობენ რომ მისი საძირკველის ნარჩენების ნახვა დაწმენდილი ზღვის ფსკერზე შეიძლება.
No comments:
Post a Comment