Monday, June 15, 2009

არტემიდეს ტაძარი

ტაძარს რომელსაც ჩვენ განვიხილავთ წარმოადგენს არტემიდას ტაძარს. ეს ბერძნებისთვის არტემიდა იყო, რომაელთათვის - დიანა, ნადირობის ქალღმერთი, ტანწყობილი აღნაგობის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მშვილდი ეკიდა შიშველ მხრებზე: ქალწულთა პატრონი და თავისი ერთ-ერთი ასპექტით, მთვარის ღვთაება. მართალია, მისი კულტი ბერძენმა კოლონიზატორებმა მოიტანეს იონიაში, მაგრამ მხოლოდ გვიანდელ პერიოდში მოხდა მისი გაიგივება უძველეს ეფესელ დედა-ქალღმერთთან, რომელიც გაცილებით უფრო პრიმიტიული იყო. ვატიკანის მუზეუმში ინახება იდუმალებით მოცული მისი ხატება ელინისტური ხანისა, მაგრამ როგორც ჩანს, იგი არეკლავს ადრეულ ქანდაკებათა ფორმას.

ეს საკმაოდ მახინჯი ფიგურაა. წელს ქვემოთ იგი ეგვიპტურ მუმიას ჰგავს, წელს ზემოთ კი, მხრებიდან ჭიპამდე. მისი მკერდი უამრავი ძუძუთი არის დაფარული, თითქოს კარტოფილები გადმოცვენილანო ტომრიდან. ზოგი ავტორიტეტი თვლიდა, რომ ეს მრავალრიცხოვანი ძუძუ თავდაპირველად ფინიკის მტევნები იყო, ქალღმერთის წინსაფარზე გადმოფენილი, უფრო გვიან, ნაყოფიერების ეს ემბლემები შეცვალა ძუძუებმა. მას გაუშლია ბრინჯაოს ხელები, თითქოს უნდა მოეხვიოსო თაყვანისცემად მოსულ ადამიანს. უცნაური, პატარა ცხოველები დაცოცავენ მის სახელოებზე. მათი თავები მიბრუნებულან ქალღმერთის ბრინჯაოს სახისკენ, რომელსაც თავზე ახურავს შეუფერებელი ცილინდრული საგანი, კრებიანი მრგვალი კოშკის მსგავსი. თავზე დისკო აქვს ჩამოცმული, რგოლის მსგავსი, რომელზედაც სხვა ცხოველების თავები მოსჩანს, ასეთივე ცხოველებია "მუმიის სახვევებზე", რომელნიც ფეხს ფარავენ.

ასეთი იყო ეფესელთა დიანა, რომელშიც აღმოსავლეთის და დასავლეთის რელიგიური კოცეფციები უცნაურად შერწყმულიყვნენ, ვინაიდან სახე აშკარად ელინური იყო, მაშინ, როდესაც ყოველივე დანარჩენი აზიურ იერს ატარებდა. ნაყოფიერების ასეთი სიმბოლოს თაყვანს სცემდნენ დასავლეთის კუნძულებზე ათასწლეულებით ადრე არიელი ბერძნების ჩრდილოეთიდან მოსვლამდე. გვაგონდება მკერდგაშიშვლებული მინოსელი ქალღმერთი, რომლის ქანდაკებაც აღმოაჩინა სერ არტურ ევანსმა კრეტაზე, კნოსის სასახლეში.

დიანას მთავარი ქანდაკების გარდა, რომელიც იდგა ტაძარში ათასი პატარა ფიგურა კეთდებოდა პილიგრიმებისთვის, ისევე როგორც ლურდში დღემდე არის ქუჩები, სადაც ფარდულებში ყიდიან წმ. ქალწულის გამოსახულებებს. დიანას ამ ფიგურების დამზადება დიდი საქმიანობის წყარო იყო და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთმა ასეთმა საქმოსანმა, დემეტრიოსმა, პროტესტი განაცხადა, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულმა ებრაელმა, სახელად პავლემ, მოუწოდა ეფესელებს დაეთმოთ თავიანთი კერპთაყვანისმცემლობა.

ეფესის ტაძარი აღმოაჩინა ინგლისელმა ი. ტ. ვუდმა, რომელიც 1863 წელს ბრიტიშ მუზეუმმა მიავლინა მისი ადგილმდებარეობის შესასწავლად. ამიტომ დავიწიოთ უკან დროში და ვნახოთ, რას მიაღწია ვუდმა თავისი კვლევით.

უწინარეს ყოვლისა, არსებობდა ტრადიციული გადმოცემები ანტიკური ავტორებისა. მათ მიხედვით, ერთ დროს არსებობდა საკულტო ხე მდინარის დელტაში, ჭაობიან მიწაზე, ეფესის მახლობლად. კიმერიელებმა, რომელნიც მივიდნენ მცირე აზიის სანაპიროზე 660 წელს ქრისტემდე, დააქციეს ეს სამლოცველო, მაგრამ იგი შემდგომში შეკეთდა. ეს მეორე ტაძარიც დაანგრიეს და შემდეგ აღადგინეს; თუმც მალე იგიც ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, ქრისტემდე მეექვსე საუკუნეში ეფესი გადაიქცა დასავლეთ აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად და მისმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ტაძრის აღდგენა, რათა კიდევ უფრო დიდებული იერი მიეცათ მისთვის. სახსრები გაიღო რამოდენიმე მეზობელმა სახელმწიფომ და ლიდიის მეფემ, კროესუსმა, რომლის სახელიც ულევი სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. იგი მეფობდა 560-546 წლებში ქრისტემდე, რაც მიახლოებითი თარიღია მესამედ აღდგენისა. ამბობენ, რომ მან უსახსოვრა ტაძარს სვეტების დიდი ნაწილი, თუმც დღესაც გაუგებარია მისი მხრით ეგზომი პატივისცემა დღემდე ბუნდოვანი დანიშნულების სამლოცველოსადმი. ერთი რამ ცხადია: როდესაც შემდგომ საუკუნეში ჰეროდოტემ მოინახულა ეფესი, მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტაძარმა, რომ იგი მას ისეთივე აღტაცებით ახსენებს, როგორც პირამიდებს და მოერისის ლაბირინთს. იგი თეთრი მარმარილოსაგან იყო ნაგები და ოთხგზის აღემატებოდა თავის წინამორბედს, უმშვენიერესი იონიური სვეტებით დამშვენებული. რომელთაგან ზოგიერთს ქანდაკებაც ამშვენებდა. ეს იყო იშვიათი ნიმუში ბერძნული არქიტექტორისა.

ჰეროდოტეს ვიზიტიდან ერთი საუკუნის შემდეგ ტაძარი კვლავ განადგურდა, ამჯერად ვინმე ჰეროსტრატეს უკუღმართი საქციელის შედეგად (356 წ. ქრისტემდე), რომელმაც დასწვა იგი თავის სახელის უკვდავსაყოფად. ამას მართლაც მიაღწია მან ტომას ბრაუნი ამის შესახებ წერდა:

"ჰეროსტრატე ცოცხლობს, დიანას ტაძრის დამწველი, ხოლო მისი ამგები თითქმის აღარავის ახსოვს, დიანას სამლოცველო მეოთხეჯერაც აღადგინეს მდინარის პირას, ჭაობიან მიწაზე, ამჯერად კიდევ უფრო დიდებული და მშვენიერი, ვიდრე ოდესმე. ამბობენ, რომ ეფესელი ქალები ჰყიდდნენ თავიანთ სამკაულებს და ქმნიდნენ ფონდებს; მეფეები, კროესუსის მიბაძვით, უძღვნიდნენ მას კოლონებს; თვით ალექსანდრე დიდმა, როდესაც იგი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა შესთავაზა ეფესელთ მთელი ხარჯის გაღება ტაძრის აღსადგენად. თუ ამ ძეგლს უძღვნიდნენ დიანას მისი სახელით. ამაზე ეფესელებმა უპასუხეს სანიმუშო ტაქტით: "განა შეიძლება ერთმა ღვთაებამ მეორეს მიუძღვნას ტაძარი?" ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. ალექსანდრემ თავისი გზა განაგრძო, ხოლო ეფესელთ დააგვირგვინეს თავიანთი საქმე დაახლოებით 323 წ. ქრისტემდე, ტაძრის დასრულებით. ეს იყო ის ნაგებობა, რომელიც ნახა პავლე მოციქულმა. მანამდის, სამი საუკუნის განმავლობაში, ტაძრის მშვენება ანდაზად იქცა. ადამიანები ზღვის გაღმიდან მიდიოდნენ, არ უფრთხოდნენ დიდ და საშიშ გზას, რათა თვალი შეევლოთ მისთვის და მსხვერპლი შეეწირათ ქალღმერთის საკურთხეველზე. მისი არქიტექტურის ზეაღმტაცი მშვენების გარდა-127 სვეტი, თითო მათგანი 60 ფუტის სიმაღლისა, 36 ქანდაკებით დამშვენებული, - ყოველივე ეს იზიდავდა სიმდიდრეს საბერძნეთიდან და მცირე აზიიდან. აღმოსავლური მონარქიები და ბერძნული დემოკრატიები ეჯიბრებოდნენ ურთიერთს უმდიდრესი ძღვენის გამოგზავნაში. ქვედა თაღები ძვირფასი ლითონებით იყო შემკული, ზემო დარბაზებში ნაირგვარი საუნჯე ინახებოდა წმ. პეტრეს ტაძრის მნახველებს დღესაც აღაფრთოვანებს მიქელანჯელოს პიეტა და ბერნინის ქანდაკებანი, დიანას ტაძრის მნახველები კი ორი ათასი წლის წინ თავიანთ გარშემო ხედავდნენ ბერძნული გენიის უზენაეს მიღწევებს."

არტემიდეს ტაძარმა კიდევ ორ საუკუნეს იარსება პავლე მოციქულის ვიზიტის შემდეგ, ხოლო ქრისტეს შემდეგ 260-268 წლებში, რომის იმპერატორის, გალენიუსის მმართველობაში, იგი გაძარცვეს და დასწვეს გუთებმა. იგი აღარ აღუდგენიათ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ დედა-ღმერთქალს აღარ ერთგულებდნენ ისეთი ადამიანები, როგორნიც ორი საუკუნით ადრე შეუერთდნენ ვერცხლისმჭედელ დემეტრიოს და ყვიროდნენ: "დიდ არს არტემი ეფესთელთაი". ძველი რელიგია კვდებოდა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად უნდა ქცეულიყო. როდესაც კონსტანტინემ, რომის იმპერატორმა, თავის დროშებზე ჯვარი გამოსახა, ტაძარი სამტეხლოდ იქცა. პრაქსისტელესის ქანდაკები დალეწეს და კირად აქციეს; სახურავი, ლავგარდანები, კოლონები დაამსხვრიეს და საშენ მასალად წაიღეს. მზე დასცქეროდა სახურავგადახდილი ტაძრის დამსკდარ იატაკს, სადაც უწინ ათასობით პილიგრიმი დამხობილი ლოცულობდა საკურთხეველთან, ამჯერად რომ დაცარიელებულიყო.

მაგრამ დიდ დედასთან კავშირი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გაწყვეტა ერთბაშად მაინც არ შეიძლებოდა. ქრისტიანებმა ააგეს ტაძარი იმავე ადგილას და მიუძღვნეს ქალწულ მარიამს. დროთა განმავლობაში ისიც განადგურდა და ბოლოს ჭაობიანი ადგილის მეტი აღარაფერი შემორჩა ერთ დროს დიდებული ქალაქის, ეფესის მახლობლად.

გიზას პირამიდა


უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან დღეს მხოლოდ ეგვიპტეში აგებული გიზას დიდი პირამიდა არსებობს. თითქმის 4000წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო-მისი სიმაღლე 157 მეტრს აღწევს.გიზას პირამიდა დღესაც უდიდეს ქვის ნაგებობად რჩება.ის მდინარე ნილოსის დას. ნაპირზე ააგო მეფე ხუფუმ, მე4 დინასტიის მეორე მმართველმა,რომელიც უფრო ბერძნული სახელით, "ხეოფსითაა" ცნობილი. ხუფუ ეგვიპტეს ძვ.წ. 2251-2528 ქლებში მართავდა და საკუთარი პირამიდის აგებას ხელმძღვანელობდა,რომელიც მისი აკლდამა უნდა ყოფილიყო. ეს პირამიდა მამამისის,სნოფრუს პირამიდას ეფუძნება,თუმცა მასზე ბევრად დიდია და პირამიდების მშენებლობის უდიდეს პერიოდზე მეტყველებს. პირამიდები გიზას დიდი პირამიდის აგებდამდეც არსებობდა და მას შემდეგაც არაერთი ააგეს,მაგრამნ არცერთი მათგანი ისე არ განაცვიფრებდა მნახველ 4 ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,როგორც დიდი პირამიდა...
პირამიდები დღეს


პირამიდები აურაცხელ ტურისტას იზიდავს. ღამღამობით აქ ბრწყინვალი კონცერტები და განათებული სანახაობები იმართება,სადაც ლაზერის სხივები 4500 წლის ნაგებობებს ანათებენ.რესტავრაცია და არქეოლოგიური გათხრები უწყვეტად მიმდინარეობს.გაკეთდა ახალი აღმოჩენები,რომელთა შორის აღსანიშნავია ხუფუს დედოფლების პირამიდების უკან აღმოჩენილი მცირე პირამიდის ნანგრევები.

საინტერესო ფაქტები



  • მეცნიერები თვლიან,რომ დიდი პირამიდის წონა 5მლნ. ტონაზე მეტია,ხოლო მისი აგებისთვის 2მლნ.ზე მეტი ქვის ლოდი გამოიყენეს.

  • ფართობი,რომელსაც პირამიდა იკავებს, 5.15 ჰექტარის ტოლია და მასზე ჩოგბურთის 200 მოედანი დაეტევა.

  • იტალიის დედაქალაქ რომის წმინდა პეტრეს ტაძარი 2ჯერ მოთავსდებოდა დიდი პირამიდის მიერ დაკავებულ ფართობზე.

  • ნაპოლეონმა გამოითვალა,რომ სამ უმთავრეს პირამიდაში გამოყენებული ქვის მასალა საკმარისი იქნებოდა საფრანგეთის გარშემო 3 მეტრის სიმაღლისა და 30 სანტიმეტრი სისქის გალავნის ასაგებად...

ალექსანდრიის შუქურა

როდესაც ალექსადრე დიდმა ფეხი დადგა ეგვიპტის მიწაზე. თავისი მომავალი დედაქალაქის ადგილად მან აირჩია მეთევზეთა მცირე დასახლება რაკოთისი ნილოსის დასავლეთ ტოტზე. აქ იყო დაბალი, ქვიშიანი ნაპირი და მცირე კუნძული, სადაც ალექსანდრემ თუ მისმა მრჩეველებმა დაინახეს პორტის აგების შესაძლებლობა. მის უკან მდებარეობდა მოერისისეული ტბა, რომელიც ერთვოდა ნილოსს და წყლით ამარაგებდა პორტს მდინარესთან და ძღვასთან ერთად. ნავსადგურებს არ უწევდათ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის მოქცევა, რომელმაც შლამით აავსო სხვა პორტები. ეს იცოდნენ რა თქმა უნდა ბერძნებმა, რომლებიც დასახლებული იყვნენ მრავალი ასეული წლის წინ აქ. მათი ქალაქი ნავკრატისი არც ისე შორს იყო. ალექსანდრე დიდს, როგორც ელინური კულტურის თავკაცს, სურდა ისეთი ადგილი, სადაც მისი დედაქალაქი თავისუფლად განვითარდებოდა, ეგვიპტური ნაგებობებისა და ადგილობრივი ტრადიციების მხრივ ხელის შეშლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღმოცენდა უმდიდრესი ქალაქი და უდიდესი კულტურული და კომერციული ცენტრი ბერძნული სამყაროსი; პტოლემეთა დედაქალაქი, ანტონიუსის და კლეოპატრას მიჯნურობის არენა, ასეთი ელეგანტობის, მშვენიერების და ბრწყინვალების საუფლო, როგორიც ეგვიპტეს არ მოსწრებია იმპერიული თებეს შემდეგ. ეს იყო ალექსანდრია. თავად ალექსანდრე ვერ მოესწრო ქალაქს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისმა გენერალთაგანმა დიპყრო ეგვიპტე, როგორც თავისი კუთვნილი ნაწილი აწ დაშლილი იმპერიისა, დააფუძვნა დინასტია და მის სატახტო ქალაქად აქცია ალექსადრია. არქიტექტორმა დინიკრატემ დაგეგმა ქალაქი, რომელიც შედგებოდა წვრილ-წვრილი ქუჩების ქსელისგან და დიდი ცენტრალურსვეტებიანი მოედნისაგან, რომლის სიგანეც იყო 100 ფუტი. აღმოსავლეთ მას ჰქონდა მზის კარიბჭე, ხოლო დასავლეთით მთვარის კარიბჭე. შუქურის მცირე კუნძული დაუკავშირდა ხმელეთს ჯებირით, ხოლო ერთ დროს ჭაობიან სანაპირო ზოლზე მძლავრი შენობები აღმოცენდა. აქ იყო მუზეუმები, გარეგნულად ვითომდაც მუზების ტაძარი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტი, სადაც თავმოყრილნი იყვნენ მეცნიერები ბერძნული სამყაროს მრავალი კუთხიდან, რომელთაც სახელმწიფო უხდიდა ჯამაგირს, რაც აძლევდა მათ არა მხოლოდ სწავლების, არამედ მეცნიერული კვლევის შესაძლებლობას. მუზეუმის კუთვნილი ბიბლიოთეკა ცნობილი იყო მსოფლიოში უდიდესი და რომაული პერიოდისთვის იქ დაგროვდა ათასობით "გრაგნილი". აქ იყო მეფეთა სასახლე, ალექსანდრიის აკლდამა, ზოოლოგიური ბაღები, ცეზარიუმი, რომელიც წამოიწყო კლეოპატრამ, ვითარცა ტაძარი, ანტონიუსისადმი მიძღვნილი და რომელიც შემდეგ დაასრულდა ავგუსტუსის პატივსაცემად.

თუ გავიკვლევდით გზას მესამე საუკუნის ალექსანდრიაში, დავინახავდით სანაპიროს გასწვრივ ლურჯ წყალზე მოტორტმანე წითელაფრიან, ქიმმოკაკვულ გემებს; პატარ-პატარა ნავებს, აქეთ-იქით რომ სერავდნენ ზღვას; ჯებირის ხაზს, რომელიც აერთებდა კუნძულს ხმელეთთან და კუნძუნლზე კი უღრუბლო ცაში ატყორცნილ ოთხასფუტიან (სიმაღლე უნდა ყოფილიყო 400 ან 600 ფუტი) მარმარილოს კოშკისდარ ნაგებობას, ბაბილონური ციგურატის მსგავსად საფეხურიანს. ქვედა იარუსები ოთხკუთხაა, ხოლო უმწვერვალესნი წრიულნი არიან, ყოველი მათგანის ძგიდეზე აივნები ჰქონდათ, მდიდრულად მოხატულ მოჩუქურთმებული. მწვერვალზე მარჯვენა მხარეს უშველებელი მაყალი იდგა რომელშიც გამუდმებულად ენთო ცეცხლი. ეს იყო ყველა შუქურის პროტოტიპი. ზოგიერთ ევროპულ ენაში ეს სიტყვა დღესაც "შუქურას" ნიშნავს: მაგ. ფრანგულად პჰარე, ესპანურად კი ფარო.

თუ გავივლიდით ჯებირს და უფრო ახლოდან შევხედავდით, ჩვენს წინაშე ცათამბჯენივით აღიმართებოდა შენობა. მის თეთრ ზედაპირზე უამრავი სარკმელია, ვინაიდან ეს მხოლოდ შუქურის კოშკი არ იყო, არამედ ციხესიმაგრეც, მასში სამასზე მეტი ოთახი იქნებოდა. მასში გამოყენებული იყო განსაცვიფრებელი ხელოვნება, აღსანიშნავია ძირითადად შუქურისათვის საწვავის მიწოდება ყოველი ზემოაღნიშნული გადმოცემის თანახმად დაპროექტეულია კნიდოსელი სოსტრატეს მიერ. საძირკველის დონიდან დაწყებული ფართო სპირალური დერეფნები მიემართებოდნენ აღმა იმგვარი დახრილობით, რომ დატვირთული ცხენები და თვით ფორნებიც კი იოლად ახერხებდნენ იოლად ასვლას. ამ გზის თავზე კარიბჭე ყოფილა, იქვე ამწე რომლითაც ეზიდებოდნენ საწვავს მწვერვალის მაყალზე. ცეცხლს იქვე ედგა სარკე "პრიალა ქვისა", რომელიც აძლიერებდა ნათელფენას და რომლის დანახვაც შესაძლებელს ხდიდა მის დანახვას 300 მილის მანძილზე. ფაროსზე არსებობდა მრავალი ლეგენდა. ერთის აზრით თურმე ლინზის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა (მზის სხივის მის ფოკუსში მოხვედრის შემდეგ) 100 მილის მანძილზე გემების დაწვა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოსტრატემ გამოიგონა ახალი ფორმის ლინზა, რომელიც იძლეოდა უფრო ძლიერ შუქს, ვიდრე დღემდე არსებული სხვა ლინზები.

არაბთა მალემრწმენობამ და სიხარბემ ბოლო მოუღო ფაროსს. მუსლიმანთა მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ მათ შეინარჩუნეს შუქურა, რომელიც. რა თქმა უნდა, დიდად ეხმარებოდა მათ ნაოსნობაში. კონსტანტინეპოლის ქრისტიანი იმპერატორი მიხვდა ამას და გადაწყვიტა ხრიკი ეხმარა მის დასანგრევად. მან გააგზავნა დესპანი ალ-ვალიდის კარზე და დაავალა ხალიფის ნდობა დაემსახურებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ემისარმა დაიწყო ხმის გავრცელება ზღაპრული ამბებისა ფაროსის ძირში დამარხული საუნჯის შესახებ. ოქროს მოყვარულმა არაბებმა დაიწყეს შენობის დანგრევა მაგრამ ხალიფა მიხვდა ხრიკს და შეწყვიტა ნგრევა. სამწუხაროდ დანგრეულის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და ის მეჩეთად გადააკეთეს. ნილოსის დელტაში მომხდარმა მიწისძვრამ საბოლოოდ გაანადგურა ეს შესანიშნავი ნაგებობა, მაგრამ ამბობენ რომ მისი საძირკველის ნარჩენების ნახვა დაწმენდილი ზღვის ფსკერზე შეიძლება.


ზევსის ქანდაკება

The image “http://shvidisaocreba.narod.ru/zevs_1.jpg” cannot be displayed, because it contains errors.

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.


ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...

ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.


ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკეთებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქროსა და სპილოს ძვლის დამალვაში.

მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვით ცნობილს.


ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.

შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.

ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...

როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.

უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.

ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.

როდოსის კოლოსი

ფილონ ბიზანტიელი, რომელმაც დაახლოებით 146 წელს ქრისტემდე დაწერა პირველი წიგნი სამყაროს შვიდი საოცრების შესახებ, შემდეგნაირად აღწერს ქანდაკებას:

"როდოსში დაიდგა კოლოსი 70 წყრთის სიმაღლისა, რომელიც წარმოადგენდა მზის ქანდაკებას: ღვთის ხატება, ნაცნობი მის შთამომავალთათვის. ხელოვანმა იმდენი ბრინჯაო დახარჯა, რომ გამოიწვია ბრინჯაოს ნაკლებობა ჩამოსასხმელ საამქროებში; ამ ქანდაკების წაქცევა დიდი ზეიმი იქნებოდა რვალითხურათათვის. ხელოვანმა შიგნიდან განამტკიცა ბრინჯაო რკინით და ქვის ოთხკუთხა ბლოკებით, რომელთა დამაკავშირებელი ღეროები ატარებდნენ ნიშნებს უროთი დამუშავებისას, რასაც ალბათ ციკლოპის ძალა უნდა დასჭირვებოდა, ასე რომ დაფარულ ნაწილს უფრო რთული შრომა დასჭირდებოდა ვიდრე ხილულს... მან თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკი გაუკეთა ქანდაკებას და პროპორციულად განალაგა ზეამწევები, რომელთაც დაეყრდნო ღმერთის ქანდაკება 70 წყრთის სიმაღლისა. კვარცხლბეკის სიმაღლე (ტერფების დონე) იმდენად დიდი იყო, რომ აჭარბებდა ყველა არსებულ ქანდაკებას, ასე რომ შესაძლებელი ხდებოდა დანარჩენი ქანდაკებების აზიდვა ზემოთ; წვივები შეივსო სხვა მასალით და ქანდაკება ნაწილ ნაწილ აიტანეს ზემოთ. შენობასავით. მოქანდაკემ თანდათანობით ჩაფლა მიწის ყორღანებში ქანდაკება რითაც დაფარა მისი დასრულებული ნაწილები და შესაძლებელი გახადა დანარჩენი ნაწილების დასრულება მიწის ზემოთ. ასე თანდათანობით განახორციელა მან თავისი ჩანაფიქრი, რომლისათვისაც 500 ტალანტი ბრინჯაო და 300 ტალანტი რკინა დახარჯა. საბოლოოდ მან ჩამოასხა თავისი ღმერთი, რომელიც მართლაც ღვთისწორი გახდა."

ფილონი მექანიკოსი იყო და ამიტომ მას დიდად აინტერესებდა ქანდაკების ტექნიკური კონსტრუქციის საკითხები. მაგრამ არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავია ის, რომ ეს იყო ამავე დროს დიდი ხელოვანის ქმნილება. მისი მნახველები, რომელთაც ჰქონდათ შესადარებელ სტანდარტებად ფიდიასის და პრაქსიტელესის ქმნილებანი, აღნიშნავდნენ, რომ ასეთი სრულყოფილი მოდელი ადამიანის ფორმისა ჯერაც არ შექმნილა დედამიწის ზურგზე. და მაინც, არსებობს გადმოცემა (თუმცა არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს), ქარესმა დაასრულა რა თავისი ქანდაკება, აღმოაჩინა შეცდომა თავის გაანგარიშებაში და თავი მოიკლა.

ფილონის, პლინიუსის და სხვათა აღწერების მიხედვით ნათელია, რომ კოლოსი იყო შიშველი ფიგურა მზის ღმერთისა, ჰელეოსის (აპოლონისა), რომელიც იდგა მაღალ კვარცხლბეკზე, ჯებირის თავში და გადასცქეროდა ნავსადგურს. მისი სიმაღლე, ჰებერტ მარონის უკანასკვნელი საინტერესო გამოკვლევის მიხედვით, იყო დაახლოებით 120 ფუტი თავიდან ფეხებამდე, კვარცლბეკის გამოკლებით. რომელიც, როგორც ფილონი აღნიშნავს, აღემატებოდა სიმაღლით ყველა სხვა ქანდაკებას. ამრიგად, მიწის დონიდან კოლოსის სიმაღლე, რომგორც ჩანს 160 ფუტამდე იყო, რაც აღემატებოდა ვრენის მონუმენტს გრეიტ ფაიერში, ლონდონში. იგი ბრინჯაოს დიდი ფურცლებისაგან იყო აგებული, რომელიც მარიონის გამოთვლით, ბრინჯაოს მონეტების სისქე იყო. სამაგიეროდ ქანდაკება შიგნიდან იყო გამაგრებული რკინის მძლავრი საყრდენებით და ქვის ბლოკებით.

რა იყო მიზეზი კოლოსის დაგეგმვისა?

ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე ზეაღმტაცი ისტორიაა გმირობისა, როგორც თავად ქანდაკების შექმნა. როდოსი, მცირე აზიის სამხრეთ დასავლეთი სანაპიროს მცირე კუნძული, მუდამ დიდი სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობის პუნქტი იყო. ჯერ კიდევ მიკენის ეპოქაში (1500 წ. ქრისტემდე) მისი მოსახლეობა გამოირჩეოდა ზღვაოსნობით და ვაჭრობით; მათ ჰქონდათ კონტაქტები კუნძული კრეტის ცივილიზაციასთან, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დორიელმა ბერძნებმა დაიწყეს როდოსის კოლონიზაცია, დაახლოებით 1000 წ. ქრისტემდე, მათ ააშენეს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნავსადგური და ქალაქი, რომელიც ათენს უწევდა მეტოქეობას. ლითონის დამუშავების ხელოვნებით როდოსელნი სახელგანთქმულები იყვნენ ნილოსიდან ევფრატამდის და ერთხანს ისე გამდიდრდნენ. რომ ათენელებსაც კი შური აღეძრათ, ვინაიდან როდოსელებმა საბოლოოდ გადააჭარბეს მათ სიმდიდრით. ამასობაში მათი საზღვაო ვაჭრობა ვითარდებოდა და მათი კეთილდღეობა იზრდებოდა. ერთხანს ისინი ემორჩილებოდნენ მაუზულუსს, კარიელ მეფეს მცირე აზიაში, რომლის აკლდამაც მოგვიანებით გადაიქცა სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად; შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, როდოსი დაიპყრო სპარსეთის მეფემ დარიოსმა, რომელმაც იგი შეუერთა თავის იმპერიას. 340 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო კუნძული; რამდენადაც იგი მაკედონელი იყო და ელინი როდოსელთა მსგავსად, მის მიერ დადგმული უღელი არ იყო მძიმე. ალექსადრეს სიკვდილის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ მისი უღლიდან და აქედან დაიწყო მათი აღზევება. ისინი ეზიდებოდნენ აზიურ ნაწარმს ალექსანდრიაში ხოლო იქიდან ეგვიპტურს ავრცელებდნენ მთელს ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში. პტოლემესეულ დედაქალაქთან ამ მჭიდრო კავშირმა მოუტანა ომი როდოსელებს. როდესაც პტოლემე I ჩაება ომშიანტიგონესთან, მაკედონიის მართველთან, როდესელებმა მხარი დაუჭირეს პტოლემეს გემებით. ანტიგონემ არ დაივიწყა ეს და 307 წ. ქრისტემდე გაგზავნა მძლავრი დამსჯელი ექსპედიცია როდოსზე, თავისი ვაჟის დემეტრიოსის სარდლობით. 40 000 კაცი ახლდა დემეტრიოსს, რაც როდოსის მთელი მოსახლეობას აღემატებოდა, მაგრამ მათი შეუპოვარობით, მამაცობით და პტოლემეოსის დახმარებით მტერი დაამარცხეს და განდევნეს. მის საპატივცემულოდ კი ააგეს მზის ღვთაების ჰელიოსის ქანდაკება თავიანთი ნავსადგურის კარიბჭესთან. მისი აგება კი დაეკისრა ლისიპე ქარესს, რომელიც იყო ალექსანდრეს საყვარელი მოქანდაკე, პტოლემე კი ალექსადრეს გენერალი. აგრეთვე მამაცურად იბრძოდა როდოსის დასაცავად მტრის წინააღმდეგ. ძვ. წ. 224 წლისათვის როდოსი დანგრეულ იქნა მიწისძვრის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის და ეგვიპტის ყველაზე დახელოვნებულმა ინჟინრებმა სცადეს ქანდაკების ხელახლა აღმართვა, ყოველ მათგანს ხელი მოეცარა. ეს წაქცეული გოლიათი მიწაზე იწვა თითქმის 800 წელს. მერმისში 667 წელს ქრისტეს შემდეგ, არაბებმა დაიპყრეს როდოსი და მიჰყიდეს ქანდაკება ებრაელ ვაჭარს ლითონის სახით. მან წაიღო სამასი ტონა ბრინჯაო 900 დატვირთული აქლემით. დღესდღეობით არც ერთი ნამსხვრევი არ არის შემორჩენილი და ვერც ვერავინ გეტყვით, თუ ზუსტად სად იდგა კოლოსი. შემორჩა მხოლოდ რამოდენიმე წერილობითი ხელნაწერი.

ბაბილონის დაკიდებული ბაღები

ერთ დროს ბაბილონი უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ანტიკური აღმოსავლეთის. დაახლოებით 2000 წლით ადრე ქრისტეს შობამდე იგი იყო სატახტო ქალაქი ხამურაბისა. დიდი მპყრობლის და სჯულისმდებლის შემდეგ იგი ხელთ იგდეს ასირიელებმა, კვლავ აღორძინდა მცირე მეფეთა; კასიტის დინასტიის წარმომადგენელთა ხელში, ვიდრე მეშვიდე საუკუნეში კვლავ არ დაიწყო მისი ზეობა ისეთი მეფეების ხელში, როგორნიც იყვნენ ნებუქადნეზარი, ნაბონიდუსი და ბელშეზერი, "რომელმაც იხილა კედელზე წერილი".

სიტყვა დაკიდული ბაღები არასწორი თარგმანია ბერძნული სიტყვიდან "კრემასტოს" და ლათინური "პენსილისა". რომაული "პენსილები" ეწოდება ტერასებს თუ კარგად დავაკვირდებით მას ეს მნიშვნელობა აქვს. ამას ისიც ამტკიცებს რომ ბაბილონური ბაღები დაკიდული არ იყო არამედ ისინი გაშენებული იყო ტერასებზე. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშავა მეფემ ეს გეგმა. როდესაც ბაბილონზე ბატონობდნენ ასირიელები, ნებუქადნეზარმა კავშირი შეკრა სიაქსერესთან, მიდიელების მეფესთან. მან იცოდა, რომ იგი ემზადებოდა ნინევიის, ასირიელთა დედაქალაქის, დასალაშქრად. ნინევია დააქციეს, ხოლო ნებუქადნეზარმა შეირთო ასული თავისი მოკავშირისა, მიდიელი მეფის ასული, რომელიც გამოირჩეოდა სიტურფით. ბაბილონში მობრუნებისას ნაბუქედნეზარმა დაინახა, რომ თავისი პატარძალი არ იყო ბედნიერი. მიდიელთა სამეფო, მისი სამშობლო, მთაგორიანი ქვეყანა იყო, ბაბილონი კი მოსაწყენ ვაკეზე მდებარეობდა. ხელმწიფემ დაინახა, რომ მეფის ასული მისტიროდა თავის მშობლიურ მთებს და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის აეგო მთა ბაბილონშივე. მან თავი მოუყარა თავის საუკეთესო არქიტექტორებს, ინჟინრებსა და ხელოსნებს და აუხსნა თავისი გეგმა, რაც ფრიად ძვირი დაუჯდებოდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ დედოფალი ამით შეეგუებოდა თავის ახალ ოჯახს.ამ გეგმით მეფის სასახლის მახლობლად უნდა აშენებულიყო დიდი ტერასებიანი სტრუქტურა, 350 ფუტის სიმაღლისა, სადაც დარგავდნენ ხეებს, ბუჩქებს, დათესდნენ ბალახს და გააშენებდნენ ყვავილნარებს. მესოპოტამიის ეს ნაწილი გვალვიანია, ასე რომ მცენარეულობის მორწყვისათვის საჭირო იქნებოდა წყლის ამოქაჩვა ევფრატიდან. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო გეგმისა. ნაგებობის ქვედა ნაწილებში დიდი პალატები იყო ჩაფიქრებული, რომელშიც შუა ზაფხულში სიგრილე იქნებოდა, ვინაიდან მათ ფანჯრებს ფარდების მსგავსად გადაეფარებოდა სარწყავი წყლის ჩქერალები. ამ პალატებში, რომელნიც გადმოსცქეროდნენ მოფუსფუსე ქალაქს, იცხოვრებდნენ დედოფალი და მისი ქმარი, რომელთაც არ შეაწუხებდათ მესოპოტამიური ზაფხულის ხვარტი. ამრიგად, დაკიდული ბაღების მშენებლობი ისტორია სიყვარულის ისტორიაა, თვალსაჩინო მაგალითია თუ რა ზომამდე შეიძლება მისულიყო აღმოსავლელი დესპოტი, რათა ეამებინა თავისი ვნების ობიქტისთვის. ნაბუქადნეზარმა და მისმა არქიტექტორებმა თავი გაართვეს დასახულ გეგმის განხორციელებას, თუმცა შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდათ იგი. მაგ. მესოპოტამიაში არ მოიპოვება ქვა. ძველი ბაბილონური ქალაქები აგურით არიან ნაშენნი. ქვა იმდენად იშვიათი რამ იყო, რომ კარისათვის განკუთვნილ ქვის ჩარჩოებს ინახავდნენ, როდესაც ანგრევდნენ ამა თუ იმ სასახლეს ან ტაძარს, რათა ხელახალი მშენებლობისას გამოეყენებინათ ისინი. დაკიდული ბაღების სუპერსტრუქტურისათვის კი ქვა აუცილებელი იყო; ამიტომ ქვას ეზიდებოდნენ უშველებელი მანძილებიდან, რაც ძალზე ძვირი უჯდებოდათ. მეორე ტექნიკური პრობლემა რომელსაც წააწყდებოდნენ მეფის ინჟინრები, იყო პალატების დაცვა მათ სახურავზე გაშენებული ბაღებიდან წყლის გამოჟონვისაგან. მათ დასძლიეს ეს პრობლემა სახურავზე ლაქაშისა ასფალტის დაგებით, ხოლო ზემოდან ტყვიის სქელი ფენების დასხმით. სამწუხაროა რომ აღარ არსებობს აღარც ბაბილონი და აღარც მისი დაკიდული ბაღები. არქეოლოგიური გათხრებისა და სხვადასხვა აღწერებით მსჯელობენ, რომ ბაღი გაშენებული იყო ფართო გადმოწოლილ ტერასებზე, რომელთაც ჰქონდათ საფეხურის ფორმა, დაახლოებით 400 ფუტის სიმაღლეზე. ამ ტერასებს იკავებდა მძიმე თაღები. მათზე დაგებული იყო მიწის სქელი ფენები, რაც საკმარისი იყო არა მხოლოდ ყვავილების, არამედ დიდი, ნაყოფიერი ხეების ზრდისათვისაც. ბაღების ირიგაცია ხდებოდა ჰიდრავლიკური ტუმბოებით, რომელთაც ხელით ამუშავებდნენ, ან შესაძლოა ხარებით, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ბაბილონი რომ მოგვენახულებინა მესამე საუკუნეში, ვნახავდით, რომ მისი სიდიადე დაკნინების გზაზე იდგა უკვე. მეხუთე საუკუნეში სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და აქედან დაიწყო მისი დაცემა. 1903 წ. ორ ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, რობერტ კოლდუეიმ ჩაატარა სისტემატური გამოკვლევები და გათხარა ბაბილონის ნანგრევები, რომელიც იმ დროს აგურის ყორღანების გროვას წარმოადგენდა. ნაბუქადნეზარის სასახლის ნარჩენების მახლობლად იგი და მისი შტაბი წააწყდნენ დიდ თაღოვან აკლდამას თუ სარდაფს, რომელიც წარმოადგენდა საძირკველს ისეთი შენობისას, რომელიც ყველა სხვა შენობებისაგან განსხვავდებოდა შემოგარენში მშენებლობის უხვად გამოეყენებინათ ქვა, იქვე აღმოჩნდა გამომწვარი თიხის წარწერებიანი ფირფიტები, სჩანდა, რომ ეს სარდაფი იყო საწყობი სურსათ-სანოვაგისა, სინამდვილეში ერთგვარი მაცივარი. ცენტრალური დერეფნის ორივე მხარეს კოლდუეიმ აღმოაჩინა შვიდი სათავსო, რომელიც ფრიად გავდა ანტიკური მწერლების მიერ აღწერილ თაღოვან პალატებს დაკიდებული ბაღებისა. ერთმა მცირე აღმოჩენამ საბოლოოდ განამტკიცა მისი რწმენა რომ ეს იყო დაკიდული ბაღების ნაგებობა. ამ თაღოვანი სტრუქტურის დასავლეთ კედელთან კოლდიუიმ აღმოაჩინა უცნაური ჭა, რომელის მსგავსი მას არ ენახა არც ბაბილონში არც სხვაგან. ჭას ჰქონდა შემდეგი სახის ფორმა: მას ჰქონდა ურთიერთმიჯრილი სამი ხვრელი. ოთხკუთხა ხვრელი ცენტრში იყო მოთავსებული, ხოლო წაგრძელებული ხვრელები გვერდებზე. სრულიდ სამართლიანი იქნებოდა გვეფიქრა რომ იქ იქნებოდა მექანიკური ჰიდრავლიკური მანქანა რომელიც თანამედროვე ტუმბოს მსგავსად მუშაობდა.


ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.ის ძვ.წ. მე4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეციერთა აზრით, მშენებლობა მასლოვეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დედაბა ხვდა წილად...


ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს


კლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.



მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.


XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორი დიდი ქანდაკება, რომლებიც მიჩნეული იქნა მავსოლესა და არტემისიას სკულპტურებად. მთელი ეს მონაპოვარი ლონდონში გადაიტანეს და ამჟამად დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში